2006 წლის 22 სექტემბრის ღამეს, აიდაჰოში, ორმა მკვლელმა სასტიკად დაჭრა მათი 16 წლის თანაკლასელი. მათ ფილმ Scream-ის მიხედვით ჩაიდინეს დანაშაული და უნდოდათ ისტორიაში ყველაზე საზარელ მკვლელებად შესულიყვნენ.
ბრაიან დრეიპერმა და ტორი ადამჩიკმა მათი 16 წლის თანაკლასელი, კესი ჯო სტოდარტი მოკლეს. მათ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე კადრები გადაიღეს. ასევე ფოტოები გადაუღეს გოგონასაც, რომლის მოკვლასაც აპირებდნენ. მოგვიანებით, ეს ფოტოები გამოძიებას დაეხმარა.
როგორ დაიწყო ისტორია
ბრაიან დრეიპერი და ტორი ადამჩიკი შეხვდნენ პოკატელოს უმაღლეს სკოლაში და ისინი მალე დამეგობრდნენ კინოსადმი საერთო ინტერესის გამო. 2006 წლის სექტემბერში მათ გადაწყვიტეს გადაეღოთ საკუთარი ფილმი.
მათ სურდათ ფილმ Scream-ის მსგავსი ფილმის გადაღება.,ბიჭებმა შექმნეს პოტენციური სამიზნეების „სიკვდილის სია“. კესი ჯო სტოდარტი სიის სათავეში აღმოჩნდა.
„ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი მსხვერპლი და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ის ჩვენი მეგობარია, მაგრამ იცით რა? ჩვენ ყველამ უნდა გავიღოთ მსხვერპლი. ჩვენი პირველი მსხვერპლი იქნება კესი სტოდარტი“,- ამბობდნენ ბიჭები ვიდეოში.
მათ იცოდნენ, რომ გოგონა მეორე ღამეს დეიდასა და ბიძასთან სახლში რჩებოდა. სწორედ ამ დროს შეასრულეს თავიანთი გეგმა.
მკვლელობის ღამეს, კესი ჯო სტოდარტმა მიიწვია თავისი მეგობარი ბიჭი დეიდის და ბიძის სახლში, რათა ფილმისთვის ეყურებინათ. მათთან ერთად იყვნენ ბრაიან დრეიპერი და ტორი ადამჩიკიც. საღამო ერთი შეხედვით მშვიდად მიმდინარეობდა და ყველანი ფილმს უყურებდნენ.
ბიჭები სახლიდან მალევე წავიდნენ და გოგონას და მის მეგობარ ბიჭს უთხრეს, რომ ადგილობრივ კინოთეატრში წასვლას აპირებდნენ. მაგრამ კინოში წასვლის ნაცვლად, ერთ-ერთი მათგანი ქვევით ჩავიდა და სარდაფის კარი გააღო.
დრეიპერმა და ადამციკმა გამოიცვალეს, მუქი ტანსაცმელი ჩაიცვეს და თეთრი ნიღბები გაიკეთეს. ასევე მათ ჰქონდათ დანები, რომლებიც რამდენიმე კვირით ადრე ლომბარდში შეიძინეს. შემდეგ ისინი ისევ სახლში შევიდნენ და სტოდარტისა და ბექჰემის მიტყუებას ცდილობდნენ სარდაფისკენ ძლიერი ხმის გამოყენებით.
მათი საწყისი გეგმა ჩაიშალა, რადგან სარდაფში წასვლის ნაცვლად, ბექჰემმა დაურეკა დედას და ჰკითხა, შეეძლო თუ არა ღამის გათევა სტოდარტთან. უარის მიღების შემდეგ, ბექჰემმა სახლი 10:30 წუთზე დატოვა.
ცოტა ხნის შემდეგ, დრეიპერი და ადამჩიკი სარდაფიდან ავიდნენ ზემოთ და გოგონას დაახლოებით 30 ჭრილობა მიაყენეს.
ბიჭები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ისინი დაბრუნდნენ თავიანთ მანქანაში დაახლოებით საღამოს 23:30-ზე და გადაიღეს მათი რეაქცია იმაზე, რაც გააკეთეს.
ბრაიან დრეიპერმა თქვა: „მე მას ყელში დავარტყი დანა და დავინახე მისი უსიცოცხლო სხეული. ის უბრალოდ გაქრა. ძმაო, მე ახლახან მოვკალი კესი!“
პოლიციამ ბიჭები მალევე დაკითხა. თავიდან ისინი ამტკიცებდნენ, რომ გოგონას სახლიდან კინოთეატრში წავიდნენ, თუმცა ვერ აღწერეს იმ ფილმის სიუჟეტი, რომელსაც კინოში „უყურეს“.
ბრაიან დრეიპერი დაკითხვისას პირველი გატყდა. მან პოლიციას უთხრა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა უნდა ყოფილიყო. მან ასევე თქვა, რომ გაკვირვებული იყო, როცა ადამჩიკმა რეალურად დაიწყო გოგონას დაჭრა. დრეიპერმა პოლიცია წაიყვანა იმ რაიონში, სადაც ბიჭებმა მკვლელობის შემდეგ მტკიცებულებები მოიშორეს. ისინი ცდილობდნენ დაეწვათ კამერა, სადაც ვიდეოები გადაიღეს, თუმცა პოლიციამ კადრების აღდგენა მოახერხა.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ორივე 18 წლამდე ასაკის იყვნენ, ბრაიან დრეიპერი და ტორი ადამჩიკი გაასამართლეს როგორც ზრდასრულები. ბიჭების დაცვა ამტკიცებდა, რომ ვიდეო მხოლოდ საშინელებათა ფილმისთვის იყო ჩაწერილი, რომლის გადაღებას მოზარდები აპირებდნენ.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბიჭებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.