ახლახანს რესტორანში მოულოდნელად მუსიკოსი გარდაიცვალა

რუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში მუსიკოსი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მუსიკოსი, რომელიც სცენაზე უკრავდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და სასწრაფოს ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

დამატებითი დეტალები უცნობია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *