უეფა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები პოლონეთში უკრაინას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით – 1:0 დამარცხდა.
ერთადერთი გოლი ლონდონის ჩელსის შემტევმა, მიხაილო მუტრიკმა გაიტანა, რომელმაც გიორგი ქოჩორაშვილის ტექნიკური წუნით ისარგებლა და მომენტი იდეალურად გამოიყენა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინელთა ქომაგებმა X-ზე (ტვიტერზე) ქოჩორაშვილის მისამართით არაერთი დამცინავი პოსტი გამოაქყვეყნეს.
“ქოჩორაშვილის ასისტით მუდრიკმა გაიტანა”
“მადლობა გიორგი! შენთან ვალში ვართ”
“ეს ქოჩორაშვილი ლევანტეში თამაშობს? აშკარაა, რომ ამ გუნდის დონისაც არაა”
აქვე შეგახსენებთ, რომ “ჯვაროსნები” მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.