თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მრავალსართულიან კორპუსში ძლიერი დაკვამლიანება იყო, რის გამოც, ორი ადგილობრივის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ხანძრის სავარაუდო მიზეზი კაბელებია. ცნობილია ისიც, რომ ცეცხლის გაჩენის მომენტში სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათი გამოყვანა დროულად მოხერხდა.