გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კუმისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემზარავ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.