9-დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული 28 წლის ტატო ზანანაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ოჯახის ინფორმაციით, ის 12 სექტემბერს გავიდა სახლიდან და იმის შემდეგ კონტაქტზე არ გასულა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
“უნიჭიერესი ხელოვანი დაკარგა საქართველომ”
“ძალიან მატკინე გული ტატო… ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი… ძალიან ადრე იყო შენი იმ ქვეყნად გამგზავრება…
კიდევ ერთი სული მიაბარა სასუფეველს… ნათელში იყავი… რა ნიჭიერი იყავი ძმაო, მაგრად დამწყვიტე გული…
ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროს ტატო… ძალიან დაგვწყვიტე გული…
აუ, აღარ შემიძლია, როგორ მეგონა, ცოცხალი იყო…
უნიჭიერესი ხელოვანი დაკარგა საქართველომ… ტატო გაცხონოს ღმერთმა…” – წერენ სოციალურ ქსელში ტატო ზანანაშვილის ახლობლები.