“უძინართა მზის” დათოს უცნობი ოჯახი – მსახიობის ცხოვრება დღეს, სამი ცოლის ისტორია და შვილი, რომელიც მამას საოცრად ჰგავს 

image

მას ერთი ფილ­მის მსა­ხი­ობს ეძა­ხი­ან, რად­გან 1992 წელს გა­მო­სულ ფილმში “უძი­ნარ­თა მზე”, ექი­მის ბენ­დე­ლი­ა­ნის შვი­ლის და­უ­ვი­წყა­რი სახე შექ­მნა. დათო კა­ზიშ­ვი­ლის გმირს ფილმშიც დათო ჰქვია… რე­ჟი­სო­რი თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი ფილ­მს შვი­დი წლის მან­ძილ­ზე იღებ­და და ექი­მი მა­მის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა.

ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი­დან გუჯა ბურ­დუ­ლი მას შემ­დეგ არა­ერთ ფილმში გა­და­ი­ღეს, თუმ­ცა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის ისევ ის სა­ო­პე­რა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ექი­მია, რო­მე­ლიც შვილ­თან ერ­თად ფილმში “რიმ­და­რი­დოს” ღი­ღი­ნებს. დათო კა­ზიშ­ვი­ლი კი მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის ისევ დათო ბენ­დე­ლი­ა­ნად დარ­ჩა.
მისი ცხოვ­რე­ბა უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ უც­ნა­უ­რად წა­რი­მარ­თა. და­თომ მსა­ხი­ო­ბო­ბა აღარ ინ­დო­მა, თუმ­ცა ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­მურ ბაბ­ლუ­ანს რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც ჰქონ­და მცდე­ლო­ბა დათო მის კი­დევ ერთ ფილმში გა­და­ე­ღო.

image

დათო კა­ზიშ­ვი­ლი 2019 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს 50 წლის გახ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი რთუ­ლად იც­ნო­ბა. არ კონ­ტაქ­ტობს მე­დი­ას­თან, არ უყ­ვარს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბა­რი. მისი ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმე­ბა რთუ­ლია და შე­იძ­ლე­ბა ტე­ლე­ფო­ნი კვი­რე­ბიც კი გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­დეს. არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ჭორი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ით­ქვა ისიც, რომ ბე­რად აღიკ­ვე­ცა, თუმ­ცა ეს ჭორი მთლად რე­ა­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

image

ხუთი წლის წინ ჟურ­ნალ “გზის” ჟურ­ნა­ლის­ტმა სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა, სწო­რედ მა­შინ აპი­რებ­და ბე­რად შედ­გო­მას.
“თავ­და­პირ­ვე­ლად, გე­ლათ­ში ჩა­ვე­დი, იქი­დან ლე­ჩხუმ­ში გა­და­ვე­დი. ახლა კი თით­ქმის ერთი თვეა, სვე­ტი­ცხო­ველ­ში ვარ. და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წა­დია, რაც მო­ნას­ტერ­ში ვცხოვ­რობ. მორ­ჩი­ლი ვარ. აქ ყვე­ლას ჩვე­ნი ფუნ­ქცია გვაქვს, მე მე­სან­თლე ვარ ანუ სან­თლებს ვქნი.- ეს ნა­ბი­ჯი რომ არ გა­და­მედ­გა, ხალ­ხის ჭორი სი­ნამ­დვი­ლედ იქ­ცე­ო­და და ალ­ბათ, მარ­თლა მოვ­კვდე­ბო­დი. რა ვქნა, გა­მი­ჭირ­და ოჯა­ხის დან­გრე­ვას­თან შე­გუ­ე­ბა. მო­ნას­ტერ­მა სიკ­ვდილს გა­და­მარ­ჩი­ნა.ახლა ის პრო­ცე­სია, როცა უნდა გა­ირ­კვეს, სა­ცხოვ­რებ­ლად აქ დავ­რჩე­ბი თუ ძველ ყო­ფას და­ვუბ­რუნ­დე­ბი. სა­ე­რო ცხოვ­რე­ბა დიდი ცდუ­ნე­ბაა, ათა­სი რა­ღაც მე­ნატ­რე­ბა” – გა­მო­უ­ტყდა მა­შინ ჟურ­ნა­ლისტს კა­ზიშ­ვი­ლი.

image

ბე­რო­ბის გზი­დან ერის­კა­ცო­ბა­ში დაბ­რუნ­და და რამ­დე­ნი­მე წლის წინ მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დათო კა­ზიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობს და 2019 წლის მარ­ტში მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა.
ყო­ფილ მოკ­რი­ვეს კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მი­უ­ლო­ცა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 20 წლის გო­გო­ნა ნიკი ჰყავს. ილო­ნა – ასე ერ­ქვა მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ამე­რი­კა­ში წა­ვი­და და შვი­ლიც წა­იყ­ვა­ნა. ნიკი მა­შინ 3 წლის იყო. ქა­ლის ეს ნა­ბი­ჯი მსა­ხი­ობ­მა მა­შინ შუ­რის­ძი­ე­ბას და­უ­კავ­ში­რა. მისი აზ­რით ასე და­სა­ჯა ილო­ნამ დათო, რად­გან მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ბო­ლო­ოდ არ შედ­გა. ნიკი მას შემ­დეგ 2015 წელს ნახა, შვილ­მა სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში მი­ა­კი­თხა და უკვე გაზ­რდი­ლი იყო.
მე­ო­რედ და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ და­თოს თეკ­ლა შე­ე­ძი­ნა. მო­ნას­ტერ­ში წას­ვლას და ბე­რად აღ­კვე­ცის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მა­შინ მსა­ხი­ო­ბი სწო­რედ თეკ­ლას დე­დას­თან გან­შო­რე­ბას უკავ­ში­რებ­და, რად­გან ამ ფაქტს ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. თეკ­ლა გა­ი­ზარ­და და მა­მას სა­ოც­რად ჰგავს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს და სვამს კი­თხვას, ჰგავს თუ არა მა­მას… განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ფოტოები <<<

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *