რა ხდება სინამდვილეში, როცა თითებს ვატკაცუნებთ – ის, რაც აქამდე შეცდომით ვიცოდით!

image

კალიფორნიელი ექიმი, დონალდ უნგერი თავის წიგნებსა და პუბლიკაციებში იხსენებს, რომ ბავშვობაში ძალიან ხშირად ატკაცუნებდა მარცხენა ხელის თითებს. ცხადია, დედამისი ყოველთვის აფრთხილებდა, რომ ამის გამო მოხუცებულობაში ართრიტი შეაწუხებდა, მაგრამ აწ უკვე 83 წლის ექიმი ამტკიცებს, რომ ახლაც კი, მარჯვენა და მარცხენა ხელებში მგრძნობელობა ერთნაირი აქვს.

მისი აზრით, ხმა, რომელიც თითების ტკაცუნის დროს გვესმის, მხოლოდ და მხოლდ აირის ბუშტუკების გახეთქვის ხმაა. ეს პროცედურა ხელს უწყობს მყესების სტიმულირებას, კუნთებისა და სახსრების მოდუნებას.

სახსრის ადგილზე ძვალი დაფარულია სასახსრე ხრტილით, თავად სახსარი გარშემორტყმულია განსაკუთრებული კაფსულით, რომელიც სავსეა სინოვიალური სითხით. ეს უკანასკნელი ამცირებს ხახუნს და ხელს უწყობს სახსრის მოძრაობას.

image

როცა თითებით მკვეთრ მოძრაობას ვაკეთებთ, სითხით სავსე კაფსულის სივრცე იზრდება და წნევა ეცემა. მასში გახსნილი ჟანგბადი, აზოტი და ნახშირბადი, თითქოსდა დუღდება და წარმოქმნის ბუშტუკებს, რომლებიც სკდება. სწორედ ეს ხმა გვესმის, როცა ადამიანი თითების სახსრებს ატკაცუნებს.

ორთოპედები კი თვლიან, რომ მახასიათებელი ხმა წრმოიქმნება იოგებსა და მყესებში. სახსრების მოხრისსა ან გაწელვის დროს, მყესები თითქოსდა წინააღმდეგობას გადალახავენ და გამსცემენ ტკაცუნის ხმას. სახსრების მოძრაობის ამგვარმა რეგულარულმა იძულებითიმა აღდგენამ, შეიძლება გამოიწვიოს მათი დესტაბილიზაცია.

image

ექიმი-ორთოპედები ამბობენ, რომ სიცოცხლეში რამდენჯერმე თუ დავატკაცუნებთ თითებს, ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ თუ ამან რეგულარული ხასიათი მიიღო, უარყოფით შედეგს გამოიღებს.

პირველ ხანებში ადამიანი ვერ იგრძნობს უარყოფით შედეგს, მაგრამ თუ ეს ჩვევად ექცა, 9-13 წლის წლის შემდეგ სასრები შეშუპებას დაიწყებს და თითები ფორმას შეიცვლის.

image

დიდი ხნის მანძილზე თითების ხშირი ტკაცუნის შემთხვევაში არის ალბათობასახსრების დესტაბილიზაცია მოხდეს, ამან კი, თავის მხრივ, ნერვული დაბოლოებების დაჭიმულობა შეიძლება გამოიწვიოს, შემდეგ კი ქსოვილების ანთებაც კი. შემდეგი ნაბიჯი კი ართრიტის გაჩენა იქნება.
თუ ხშირად გიჩნდებათ თითების ტკაცუნის მოთხოვნილება ხელის თითებში უსიამოვნო დაძაბულობის მოხსნისთვის. აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ტკაცუნის გამუდმებული სურვილი მიუთითებს მრავლობით კუნთოვან სპაზმებზე.

თითების ტკაცუნის ჩვევას შეიძლება აიხსნას ასევე ნევროზული ან სტრესული ხასიათი, რაზეც ასევე აუცილებელია ყურადღების მიქცევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *