კესარია აბრამიძის სახლთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ამოღებულია. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადმოდის მსუბუქი ავტომანქანიდან სავარაუდო მკვლელი, ის 18:56 საათზე გაღიზიანებულ მდგომარეობაში შედის კესარია აბრამიძის საცხოვრებელი სახლის ლიფტში, 19:09 საათზე კი კიბით ჩამორბის და სადარბაზოდან ჩქარი ნაბიჯით გადის. კესარია აბრამიძის მკვლელობის სავარაუდო დროდ სწორედ ეს პერიოდი სახელდება.
26 წლის ბექა ჯაიანს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინ 20:00 საათიდან ეძებდა და დღეს დილით დააკავა. დაკავებული ტრანსგენდერის ყოფილი მეგობარი მამაკაცია.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.