ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს. იგი თავისი მშობლების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ დედამ და მამამ ის დატოვეს და მისით არასდროს დაინტერესებულან:
„მთელი 37 წლის მანძილზე კარგი ადამიანი ვიყავი. თუ ვინმეს რამეს ვაწყენინებდი, ყველას ბოდიშს ვუხდიდი და პატიებას ვთხოვდი. ჭიანჭველისთვის არ დამიდგამს ფეხი. კარგმა გოგოობამ მხოლოდ მავნო და მატკინა. თურმე უკეთესია, იყო ცუდი გოგო.
ცუდებს უფრო დიდ პატივს სცემენ ცხოვრებაში.
ეს რამდენიმე დღეა ვუყურებდი თამუნა მუსერიძის ბედნიერებას, ბიოლოგიურ მამას რომ შეხვდა და თვალები სიხარულის ცრემლებით მევსებოდა.
ერთხელ არ მოსდომებია ჩემს ბიოლოგიურ მამას ჩემთან შეხვედრა და ჩემი ნახვა.
ამასაც ხომ ბედი უნდა, არა?!
წლებია უკვე, აქეთ ვეხვეწები დედას ჩემთან ურთიერთობასა და სიახლოვეს.
მოკლედ, ყელში ამომივიდა კარგი გოგოს როლის თამაში და ყოველთვის სხვებისთვის ანგარიშის გაწევა. მე ანგარიში არასდროს არავინ გამიწია.
თვითონ ისიამოვნეს სექსით და პასუხისმგებლობა არც ერთმა არ აიღო ჩემზე! დამაგდეს, დამტოვეს და ცოცხალი ვიყავი, გადავრჩი, სად ვიზრდებოდი, არ მოუკითხავთ.
ჩემთვის ორივე ცუდი ადამიანია. ორივემ მატკინა და მარტოობისთვის გამიმეტა. მე ჩემს ბიოლოგიურ ნათესავებს არ ვიცნობ, არც ახლობლებს. ყველა თავს არიდებს ჩემთან ურთიერთობას… ახლა ჩემმა ერთადერთმა სისხლმა და ხორცმაც მიმატოვა.
მას შემდეგ, რაც გავიგე, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, სულ ვმალავდი და ჩუმად ვიყავი, რადგან მათ ანგარიშს ვუწევდი.
ახლა უკვე ყელში ამომივიდა!
ჩემი ბიოლოგიური დედა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისიდან არის – ნანა შეყლაშვილი, რომელსაც ახალგაზრდობაში სქესობრივი აქტი ჰქონდა ვინმე ბადრი კაპანაძესთან, ისიც საჩხერის რომელიღაცა სოფლიდან არის და ასე გავჩნდი მე.
არც ერთმა არ მომაკითხა არასდროს. არც ერთმა არ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩემი მენტალური ჯანმრთელობა შეარყიეს.
აქეთ ვიხვეწებოდი სიყვარულსა და ყურადღებას.
საერთოდ, ღმერთმა როგორ გაღირსათ ოჯახი და შვილები თქვენ?!
საშინელი ადამიანები ხართ!
ჩემ წინაშე ორივე დამნაშავე ხართ!
არასდროს აღარ გაგიწევთ ანგარიშს!
მთელმა საქართველომ ნახა თამუნას მამასთან შეხვედრის კადრები და გულს იმედი მივეცი, აი, ან ახლა შემეხმიანება მამაჩემი, უეჭველი მეც გავიცნობ და ვნახავ-თქო.
მე თქვენ ცხოვრება დამიმახინჯეთ! გავიზარდე უსიყვარულოდ და უპატრონოდ!
აქეთ ვიყავი მთელი ცხოვრება ყველას პატრონი, მაგრამ დაუნახავი ადამიანების მეტი არავინ არ შემრჩა ხელთ!
დღეიდან აღარ ვარ კარგი და კეთილი გოგო, დღეიდან ცუდი გოგო ვარ!!!!
უნდა ვყოფილიყავი ნათია კაპანაძე და ახლა ვიღაც ცისნამი საყვარლიშვილი ვარ!
საერთოდ ვინ ჯანდაბა ვარ?! ვის დავკარგვივარ?!!!“- წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
Hey! Do you know if they make any plugins to assist with Search
Engine Optimization? I’m trying to get my site to rank for some targeted keywords but I’m not seeing
very good results. If you know of any please share. Kudos!
I saw similar art here: Eco blankets
Go to the websites of the completely different abode supplier where they should have displayed the photographs of the rooms together with the outline.
sugar defender Discovering Sugar Defender has
actually been a game-changer for me, as I’ve constantly been vigilant about
handling my blood sugar levels. With this supplement, I feel empowered to take charge of my wellness, and
my most current medical check-ups have actually mirrored a substantial turnaround.
Having a credible ally in my edge gives me with a complacency and peace of mind, and I’m deeply
thankful for the profound difference Sugar Protector has made in my well-being.