ხათუნა ხოფერია: “ბექას ჰყავს საოცრად კარგი ყოფილი ცოლები…” – 4 შვილი, 3 ექსცოლი და ახალი “ლავსთორი” ირაკლი ალასანიას ყოფილ რძალთან

ბიზ­ნეს­მე­ნი ბექა ხო­ფე­რია წლე­ბია რაც ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რად რჩე­ბა. ჯერ კი­დევ ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბამ­დე, ბექა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რო­გორც ცნო­ბი­ლი დე­დის, ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ას შვი­ლი, შემ­დეგ კი თიკა ჯამ­ბუ­რი­ას მე­უღ­ლე გა­იც­ნო. ბექა და თიკა წლე­ბი იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი თუმ­ცა მათ­მა ქორ­წი­ნე­ბამ ცოტა ხანს გას­ტა­ნა. ისი­ნი უფ­რო­სი შვი­ლის, ნი­ნას და­ბა­დე­ბამ­დე და­შორ­დნენ.

მას შემ­დეგ ბექა ხო­ფე­რი­ას ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქალი გა­მოჩ­ნდა. მე­ო­რე მე­უღ­ლე, ინა ოსი­პო­ვას­თან ორი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. რამ­დე­ნი­მე წელ­ში, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სამი ქა­ლიშ­ვი­ლის მამა, მე­ო­თხე შვილს, ამ­ჯე­რად ვაჟს ელო­დე­ბო­და. მისი ახა­ლი რჩე­უ­ლი კი სოფო ქურ­დი­ა­ნი იყო. ბე­ქას და სო­ფოს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ უქორ­წი­ნი­ათ, თუმ­ცა ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ, წყვილ­მა ზღაპ­რუ­ლი ქორ­წი­ლი სი­ცი­ლი­ა­ში გა­და­ი­ხა­და.

ქორ­წი­ლი­დან ორ თვე­ში თბი­ლის­ში გავ­რცელ­და ჭორი, რომ ხო­ფე­რი­ამ ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა. და რომ მისი ახა­ლი რჩე­უ­ლი თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ყო­ფი­ლი რძა­ლი, ნუცა ადა­მია იყო. წყვილს ხში­რად ხე­დავ­დნენ ერ­თად. ბექა და ნუცა სა­ერ­თო ფო­ტო­ებს არ აქ­ვეყ­ნებ­დნენ, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად დებ­დნენ სუ­რა­თებს ერთი და იგი­ვე ქვეყ­ნე­ბი­დან და ქა­ლა­ქე­ბი­დან.

Ambebi.ge-მ ჭო­რის გა­და­მოწ­მე­ბა რომ სცა­და, ბე­ქას მე­სა­მე მე­უღ­ლემ გვი­თხრა, რომ ის და ბექა ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ და ოჯა­ხის დან­გრე­ვის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭორი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

“მე და თიკა მე­გობ­რე­ბი ვართ. მისი და ბე­ქას სა­ერ­თო შვი­ლი ნინა, ჩემ­თვის შვი­ლი­ვით არის. სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. გვერ­დი­დან რომ შე­მე­ხე­და ამ ფაქ­ტის­თვის შე­იძ­ლე­ბა მეც უც­ნა­უ­რად მომჩვე­ნე­ბო­და. ბექა და თიკა ბევ­რი წლის წინ იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი და ახლა უფრო ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან და მეც ჩემს ახ­ლობ­ლად მი­ვი­ღე ეს ადა­მი­ა­ნი. ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე ყველ­გან ერ­თად ვართ და სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მიჩ­ნდა. მინ­დო­და რომ ნი­ნას­თან ერ­თად ისიც ყო­ფი­ლი­ყო ქორ­წილ­ში. თუმ­ცა მეს­მის ხალ­ხის რე­აქ­ცი­აც, გვერ­დი­დან ცოტა სხვა­ნა­ი­რად ჩანს.“ – ამ­ბობ­და სოფო ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თუმ­ცა უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ბექა და ნუცა გრძნო­ბებს აღარ მა­ლა­ვენ, ხში­რად მოგ­ზა­უ­რო­ბენ და სა­ერ­თო ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნე­ბენ. წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ ბე­ქამ საყ­ვა­რელ ქალს “პორ­შეს” ფირ­მის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა უყი­და.

ნუცა ადა­მია რო­გორც და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნეთ, პო­ლი­ტი­კოს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას რძა­ლი გახ­ლდათ. ნუ­ცამ და ნიკა ალა­სა­ნი­ამ წლე­ბის წინ იქორ­წი­ნეს, თუმ­ცა შვი­ლი შე­ძე­ნის შემ­დეგ წყვი­ლი მა­ლე­ვე და­შორ­და.

ბექა ხო­ფე­რია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მე­დი­ას­თან არ სა­უბ­რობს. ბიზ­ნეს­მე­ნის დედა კი, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

“მე თუ რძალს არ ვეყ­ვა­რე­ბი, ჩემს შვი­ლიშ­ვილ­საც არ ვეყ­ვა­რე­ბი. თუ გვერ­დში არ და­ვუდ­გე­ბი, არც ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი და­მიდ­გე­ბა გვერ­დით. ჩვენ უნდა გავ­ცეთ და ვაჩ­ვე­ნოთ შვი­ლებს ისე­თი რამ, რაც მათ და­ა­მახ­სოვ­რდე­ბათ. პა­ტი­ე­ბა უნდა იცოდ­ნენ, სიყ­ვა­რუ­ლი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, არი­ან ჩემი შვი­ლე­ბის ცო­ლე­ბი მრავ­ლად და აღ­მოჩ­ნდა, რომ კარ­გე­ბი არი­ან, დიდი მად­ლო­ბა მათ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის…”

ამ­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ქალ­ბა­ტონ ხა­თუ­ნას და­ვუ­რე­კეთ. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, ის ყვე­ლა რძალ­თან მე­გობ­რობს. თუმ­ცა ბე­ქას და ნუ­ცას ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა.

“შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ბე­ქას ჰყავს სა­ოც­რად კარ­გი ოთხი შვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც მუდ­მი­ვად გვაქვს კონ­ტაქ­ტი, სულ ჩემ­თან არი­ან, ბე­ქაც ჩვენ­თან ერ­თად არის. ბე­ქას ჰყავს სა­ოც­რად კარ­გი ყო­ფი­ლი ცო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის დე­დე­ბი და ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან. მათ უსა­ზღვროდ დიდ პა­ტივს ვცემ, და­ნარ­ჩე­ნი ჩემი საქ­მე არ არის”, – ამ­ბობს ხო­ფე­რია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *