საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 02:30 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მიწისძვრის სიმძლავრე 4.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისთან, თბილისიდან 49 კილომეტრის დაშორებით იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *