მართვის მოწმობის აღების წესში სიახლეა – რა წერია სამოქმედო გეგმაში, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა

საქართველოს  მთავ­რო­ბამ უკვე და­ამ­ტკი­ცა და გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს 2022 – 2025 წლე­ბის საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ის 2024-2025 წლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მარ­თვის მოწ­მო­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­და ორ ეტა­პი­ა­ნი კი­დევ რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის გახ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია, „CE“, „DE“ კა­ტე­გო­რი­ე­ბის „C1E“, „D1E“ ქვე­კა­ტე­გო­რი­ე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე.

ეს კი ნიშნავს, რომ მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში, რეალურ პირობებში ჩაბარება ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზეც სავალდებულო იქნება.

როგორც გეგმაშია აღნიშნული, ამ სატრანსპორტო საშუალებებს რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ შემდეგ მუნიციპალიტეტებში: რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი.

გეგმის თანახმად, სახელმწიფოს ამისთვის ბოლო ვადად 2024 წლის მე-4 კვარტალი აქვს განსაზღვრული, ბიუჯეტი კი 1 მლნ ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ზემოთ აღნიშნული კატეგორიები მოიცავს შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს:

  • „C1E“ – „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;
  • „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

თავის მხრივ „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილებად კი ითვლება:

  • „C1“ − ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილისა, რომელიც მიეკუთვნება „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს; „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს
  • „D1“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს; „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *