მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე მოსახლეობას აფრთხილებს.
„საქართველოში უახლოეს დღეებში მეტეო სიტუაცია კვლავ არასტაბილური რჩება, ამ არამდგრადობის ფონზე მოვიდა დღეს ზოგან ძლიერი სეტყვა და შეიქმნა ამინდის ექსტრემალური პირობები.
სწრაფად წარმოშობილი კონვექციური ღრუბლები, არც მომდევნო დღეებში იქნება იშვიათი ამბავი.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში, ძირითადად დღის მეორე ნახევარში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და სეტყვა, ასევე ელჭექი, ნალექის დროს შესაძლებელია ქარის ხანმოკლე (შკვალური) გაძლიერება.
მოსალოდნელია სტიქიური პროცესების გააქტიურება, განვითარება! იყავით ფრთხილად. გისურვებთ მშვიდობას და სიწყნარეს“, – წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.