ბევრ ჩვენთაგანი საინტერესო, სახალისო, უცნაურ ან ამაღელვებელ ისტორიას შესწრებია ცხოვრებაში, რადგან ცხოვრება ყოველწუთას რაღაცას გვასწავლის ან გამოცდას გვიწყობს.
სწორედ რომ დღეს თბილისში და თან ავტობუსში შევესწარი მსგავს სიტუაცია, რომელმაც ჯერ ამატირა, შემდეგ დამაფიქრა, ბოლოს კი გამაბედნიერა. მინდა ჩემი ემოციები გადმოგცეთ ამ პატარა ამბის მოყოლით და მცირედი პოზიტვი შევიტანო თქვენს ცხოვრებაში და იქნებ ამან მცირედით მაინც შეცვალოს უკეთესობისკენ ჩვენი გარემო.
წლებია, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ და ყოველთვის მესმოდა და მესმის კონტროლიორების შესახებ, რომლებიც ძალიან მკაცრები და უგულოები არიან (მეც ხშირად შემხვედრია ასეთი და ბევრ რთულ სიტუაციასაც შევწრებივარ მათი მონაწილეობით, მაგრამ ჩემი ამბავი განსხვავებულია), დილით 9 საათისთვის სამსახურში ავტობუსით მიწევს ხოლმე წასვლა, დღესაც ჩვეულებროვად გაჩერებაზე ვიდექი და ჩემ ავტობუსში ავედი, რომელმაც საცობების გამო 10 წუთი დააგვიანა და დღის განწყობა სრულიად შემიცვალა.
ავტობუსში ასვისთანავე შევამჩნიე ბებო, რომელსაც კალთაში დიდი ხელით შეკერილი ნაჭრის ტომარა ედო და შიგ არც ისე ბევრი რაღაც ელაგა, ამ მებებომ რატომღაც ჩემზე დადებითად იმოქმედა, რადგან ეტყობოდა რომ უბრალო და ძალიან კეთილი ადამიანი ჩანდა. შემდეგ გაჩერებაზე კონტროლიორი ამოვიდა და მკაცრი ხმით ბილეთები მოითხოვა, რადგან ამ გაჩერებაზე არავინ ამოსულა მის გარდა.
ყველამ ვაჩვენეთ ბილეთები, მაგრამ ბებოს სამწუხაროდ ბილეთი არ აღმოაჩნდა და ცრემლმორეული ხმით უპასუხა რომ უკან დაბრუნებისას ორივე გზისას გადიახდიდა, ამაზე ახალგაზრდა კონტროლიორი ბიჭი დაინტერესდა სად მიდიოდან ან როგორ გადაიხდიდა უკან დაბრუნებისას. ბებომ კი უპასუხა: “შვილო ჩურჩხელები მიმაქვს გასაყიდათ, ჩემ ეზოში მოყვანილი ყურძნის ბადაგით და ჩემი ეზოს კალით გავაკეთე ჩემი ობოლი შვილიშვილებისთის, რომ ზამთარში ტკბილი ჰქონოდათ, ახლა კი ძალიან გამიჭირდა( თანცრემლები მოდსდიოდა ღაპაღუპით), პენსია და დახმარება წამლებში და საკვებში დამეხარჯა, ახალ წელს კი ბავშვებისთვის შეიძლება საჭმელიც ვერ გავაკეთო და იძულებული ვარ ჩურჩხელები გავყიდო, მცირედი რამის შეძენა რომ მაინც შევძლო.”
ამის გაგონებისას ავტობუსში მყოფებს ყველას ცრემლები წამოგვივიდა და ბებოსთან ერთად ჩვენც ავტირდით, მაგრამ ყველაზე მეტად ემოციებს კონტროლიორი ვერ მალავდა და ის ჩვენზე მეტად განიცდიდა, არა ცრემლით არამედ საქციელებით, მაშინვე კითხა რამდენად აპირებდა გაყიდვას და რამდენი ჰქონდა, ბებომ კი უპასუხა რომ 30 ურჩხელა ჰქონდა და 2 ლარად აპირებდა თითოს გაყიდვას. ამის თქმის თანავე ბიჭმა საფულე ამოიღო და ფულის დათვლა დაიწყო, ალბათ ექნებოდა 70-80 ლარი და 60 ლარი ბებოს გაუწოდა, ბებო ცივ უარზე იყო მაგრამ ბიჭის გურწფელობამ და დაჟინებულმა თხოვნამ გაჭრა. გამოართვა ბებოს ჩურჩხელები, დაახლოებით 20 ცალი მგზავრებს დაგვირიგა, 10 კი ბებოს ტომარაში დაუტოვა და სთხოვა რომ მისგან საჩუქრად შვილიშვილებისთვის წაეღო.
ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი იყო ბებო და მათ შორის ჩვენ, ყველაფერი იმის შემდეგ რაც იქ ვნახეთ. ჩემმა გულმა როგორ გაუძლო ამას არ ვიცი, ამიტომაც პირველრიგში ვიყოთ ადამიანები და დავფიქრდეთ იმაზე რასაც ცხოვრება გვაჩვენებს.” – წერს სოციალურ ქსელში მაია ბერიძე
Mirvxu7337