საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მამობაზე ისაუბრა.
„არიან მამები, რომლებიც შვილებს ეუბნებიან, ვარჯიშზე აუცილებლად უნდა წახვიდეო და არიან ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ, რომ მამამ უთხრა ასე. მაგრამ ჩემი აზრით, სწორი იქნება ის, რომ ადამიანს, რაც უნდა, ის გააკეთოს.
რა თქმა უნდა, თუ ცუდ რამეს აკეთებს, მამამ რჩევა უნდა მისცეს. ჩემ მაგალითს მოვიყვან, მამაჩემს ჩემთვის ერთხელაც არ უთქვამს, რატომ არ ვარჯიშობ, ან ვარჯიშზე წადი აუცილებლადო. ამას სულ ჩემი სურვილით ვაკეთებდი. იყო ხოლმე პერიოდი, რომ ძალიან წვიმდა, მაგრამ მე მაინც მივდიოდი და მამაჩემს უკვირდა ხოლმე. იმიტომ არ ვამბობ, რომ კამერებია, მართლა მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ“. – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აღნიშნულ ბმულზე.