შორენა ბეგაშვილი დიღომში, საკუთარ ვილაში ცხოვრობს. ამბობენ, რომ ეს საჩუქარი ცნობილ მსახიობსა და “ინფლუენსერს” საყვარელმა მამაკაცმა გაუკეთა.ბეგაშვილი მედიას დიდი ხანია არ სწყალობს და მისი რჩეულის ვინაობაც გასაიდუმლოებულია. ამჯერად ის სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც მისი ფეშენებელური ვილის შესახებ დაწერილ კომენტარებს ღიად პასუხობს:
“კომენტარები ჩამიგდეს ამ ვიდეოდან რა გჭირთ ხალხო, დამშვიდდით დედისტოლა ქალები ხართ,დაოკდით.! კაცუნებზე არაფერს ვამბობ, პირველად ვნახე ადამიანს სახლის მილოცვაზე უწერდნენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიო. ჩემო კარგებო მე ჩემი ჯოჯოხეთი გამოვიარე. მაგით ვერ შემაშინებთ სხვა დანარჩენები-ჩემზე კარგები და პატიოსნები რომ ხართ მე ნუ მაბრალებთ, თქვენ დამპალ ცხოვრებას” – წერს შორენა.