ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული შეფერხებები გამოიწვია ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე მისამართზე კი, საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
გართულებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა. საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. გაიწმინდა სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამსვლელი არხები.