ქართველი ძიუდოისტები ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ, საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. ძუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახლობლები, მეგობრები და სხვა გულშემატკივრები დახვდნენ.
ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა დახვედრისთვის.
“ყველაფრისთვის მადლობა, თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ. მიყვარხართ გულში”, – თქვა ოლიმპიადის ოქროსმედალოსანმა ბექაურმა.
ცნობისთვის ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა ოლიმპიადაზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულეს.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე.