ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენამ ცაზე ტურისტების აღშფოთება გამოიწვია,

ესპანეთში, იბიცაზე უცნაური მფრინავი ობიექტი შეამჩნიეს, რომელიც რამდენიმე წამში გაქრა. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის დაფიქსირება, ტურისტებმა ტელეფონის ვიდეო კამერებით შეძლეს.

ტურისტების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მთვარესთან ერთად, ცაში კიდევ ერთი მნათობი ობიექტია, რომელიც რამდენიმე წამში მოულოდნელად ქრება.

მფრინავი ობიექტის კადრები, სოციალურ ქსელში მალევე ვირუსულად გავრცელდა. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მათ უცხოპლანეტელების მფრინავი აპარატი ნახეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *