ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მეწყერს 41 ადამიანი ემსხვერპლა – ინფორმაციას მედია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეწყერში ასობით ადამიანია მოყოლილი. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ, თუმცა სამაშველო სამუშაოებს ძლიერი წვიმა აფერხებს.