დმანისის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის თამაშის დროს შელაპარაკებას 18 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ირკვევა, ფეხბურთის თამაშისას ბიჭებს შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც გამწვავდა. 18 წლის ელვინ გუსეინოვი 15 წლის გუსეინ ნასიბოვმა დანით დაჭრა.
აღსანიშნავია, რომ 15 წლის ბიჭი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
18 წლის ბიჭი იქამდე გარდაიცვალა, სანამ სასწრაფო დახმარებამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.