რა მოუვიდა გოგოს, რომელსაც 6 თვის მანძილზე შამპუნი არ გამოუყენებია – გამაოგნებელი შედეგი!

“უკვე ექვსი თვეა, რაც შამპუნის გამოყენებაზე უარი ვთქვი. ყველაფერი პატარა ექსპერიმენტით დაიწყო: ჩემმა რედაქტორმა მკითხა, ხომ არ მინდოდა ერთი თვის მანძილზე თავის შამპუნის გარეშე დაბანა გამომეცადა. აზრმა დიდად არ მომხიბლა, მაგრამ დავთანხმდი და მეორე ავტორთან – მარგარეტ ბადორესთან ერთად თმის ალტერნატიული მოვლის სამყაროში აღმოვჩნდი. უკვე ნახევარი წელიწადი გავიდა და აღარ ვაპირებ შამპუნებს დავუბრუნდე.

image

სურათზე მარგარეტ ბადორე: მარცხნივ, შამპუნის გარეშე 20 დღე; მარჯვნივ: სოდით დაბანის შემდეგ.

შამპუნის გამოყენებაზე უარის თქმიდან რაც უფრო მეტი დრო გადის, ჩემი თმა უფრო ჯანსაღი და თვინიერი ხდება. ნაკლებად ცხიმიანდება და შემიძლია არც კი დავიბანო 4-5 დღის მანძილზე. თმა უფრო რბილი ხდება, ნაკლებად ტყდება, ბრწყინვალება შეემატა და აღარც თავის ქავილი მაქვს (ალბათ შამპუნისგან გამოწვეულმა სიმშრალემ გაიარა). ახლა ნაკლები პრობლემები მაქვს. ბუნებრივი კულულების მისაღებად საკმარისია სველ თმაში უბრალოდ ცოტაოდენი ქოქოსის ზეთი შევიზილო.

მომწონს ისიც, რომ შამპუნის გარეშე დაბანა ფულსაც მაზოგინებს. ექვსი თვის მანძილზე მხოლოდ ერთი ყუთი სოდა და ნახევარი ბოთლი ძმარი გამოვიყენე. კარადა სავსე აღარ მაქვს ნახევრად დაცლილი შამპუნისა და ბალზამის ბოთლებით, რომელთა გადაყრაც ზოგჯერ მავიწყდებოდა კიდეც. აღარც ურჩი თმის მოსავლელად საჭირო უამრავი სხვა საშუალება მჭირდება.

image

ასე რომ, თუ ამ მეთოდმა დაგაინტერესათ, გამოსცადეთ. თუნდაც რამდენიმე ხნით. შედეგმა შეიძლება სასიამოვნოდ გაგაოცოთ.

ყველაფერი ძალიან მარტივია: 500 მლ-იან მინის ქილაში მოათავსეთ 2 ს.კ. სოდა. დაისველეთ თმა. ქილაში ჩაასხით წყალი და მოურიეთ, სანამ სოდა სულ არ გაიხსნება. მიღებული ხსნარი გადაივლეთ თავზე და შეიზილეთ თმაში. შემდეგ იგივე ქილაში 2 ს.კ. ვაშლის ძმარი ჩაასხით, დაამატეთ წყალი, გადაივლეთ თმაზე და მაშინვე ჩამოიბანეთ. აღნიშნული პროპორციები გრძელ თმაზეა გათვლილი. თუ მოკლე ან საშუალო სიგრძის თმა გაქვთ, გაანახევრეთ სოდაც და ვაშლის ძმარიც და ქილის მაგივრად 250 მლ-იანი ჭიქა აიღეთ. თუ დაბანის შემდეგ თმა საკმარისად სუფთად არ მოგეჩვენათ, შემდეგ დაბანაზე მეტი სოდა დაამატეთ.” – წერს კატრინ მანტინკო, კანადელი ჟურნალისტი.

One thought on “რა მოუვიდა გოგოს, რომელსაც 6 თვის მანძილზე შამპუნი არ გამოუყენებია – გამაოგნებელი შედეგი!

  1. ჩემი აზრით, როგორც ყველა ნივთი მოძრაობის შეწყვეტის შემდეგ ინერციით მოძრაობს, დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის გულის გაჩერების და ტვინის გათიშვის შემდეგ, ცნობიერების გსრკვეული დროით არსებობაზე. თუ ინერციით მოძრავ ნივთს ვუბიძგებთ, ის განაგრძობს მოძრაობას. თუ ადამიანსაც დროზე მიასწრეს, აუმოწმედებენ გულს და ტვინი მომარაგდება ჟანგბადი და სიცოცხლეს განაგრძობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *