სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებზე უახლესი ინფორმაცია გავრცელდა.

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები ცოცხლები არიან. სასიხარულო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“თავისი ფეხით ჩავიდნენ ზემო სვანეთიდან ქვემოში!.. ჯანმრთელად და კარგად არიან, ჩვენ კი გვანერვიულეს. მალე გაგაგებინებთ დეტალებს”,- წერს სვანეთი ნიუსი.

დაკარგულების ნათესავი, ანი წერედიანი ავრცელებს ცნობას, რომ მიაკვლიეს მათ ადგილსამყოფელს და ორივე პირი ცოცხალია.

“ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია” – დაწერა მან სოციალურ ქსელში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *