რას საქმიანობენ მილიონერი პოლიტიკოსების ცოლები.

ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა არ აქვს. პი­რი­ქით, ვინც ქვე­ყა­ნა­ში ერთი მი­ლი­ო­ნი მა­ინც იშო­ვა, თით­ქმის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და ან სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. მი­ლი­ო­ნერ ქმრებს ყვე­ლა იც­ნობს, ცო­ლებს ნაკ­ლე­ბად. თუმ­ცა ეს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოს­ზე არ ვრცელ­დე­ბა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცო­ლე­ბი თავს არი­დე­ბენ მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას…

წარ­მო­გიდ­გენთ მი­ლი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცო­ლებს, მათ ყო­ველდდღი­ურ ცხოვ­რე­ბას და სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე…

ბექა ოდი­შა­რი­ას მე­უღ­ლე მე­უღ­ლე მა­კუ­ნა გამ­ცემ­ლი­ძე

მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წარ­მო­მად­გენ­ლის ბექა ოდი­შა­რი­ას მე­უღ­ლეს – მა­კუ­ნა (მა­რი­ამ) გამ­ცემ­ლი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. მა­კუ­ნა ერთ-ერთ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მე­გობ­რობს ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან, კარ­გად მღე­რის და ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბის ხში­რი და სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია.

წყვილს 22-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა და სამი შვი­ლი აკავ­ში­რებთ.

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თა­მარ წუ­ლე­ის­კი­რი

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თა­მარ წუ­ლე­ის­კი­რია, რო­მე­ლიც სხვა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე­დი­ა­ში თით­ქმის არა­სო­დეს ჩნდე­ბა. წყვილს 23 წე­ლია ოჯა­ხი აქვს და ორი შვი­ლი – 23 წლის ნიკა და 15 წლის სა­ლო­მე კო­ბი­აშ­ვი­ლე­ბი ჰყავთ, რომ­ლე­ბიც ფრა­ი­ბურ­გში და­ი­ბად­ნენ, როცა კობი გერ­მა­ნი­ა­ში თა­მა­შობ­და და მისი ოჯა­ხიც იქ ცხოვ­რობ­და.

ელ­გუ­ჯა გო­ცი­რი­ძის მე­უღ­ლე რუ­სუ­დან ავა­ლი­ა­ნი

ელ­გუ­ჯა გო­ცი­რი­ძის ქო­ნე­ბა გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით 6 000 000 ლარს შე­ად­გენს. დე­პუ­ტატს ჰყავს მე­უღ­ლე რუ­სუ­დან ავა­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ექი­მია. ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში მუ­შა­ობს მისი ქა­ლიშ­ვი­ლი – ქეთი გო­ცი­რი­ძე ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა­ში რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გია. დე­პუ­ტატს ბი­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ცო­ლის სა­ხელ­ზე აქვს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი – რუ­სუ­დან ავა­ლი­ა­ნის სა­ხელ­ზეა 95 000 დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი იტა­ლი­ურ ეზო­ში, ღამ­ბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, ასე­ვე ბინა დე­და­ქა­ლაქ­ში ონი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 80000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა, ასე­ვე მი­წის ნაკ­ვე­თი წავ­კის­ში, რამ­დე­ნი­მე არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი თბი­ლის­ში და ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბი.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მე­უღ­ლე ირი­ნა ხი­და­შე­ლი

პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მშვი­დია. წლე­ბია მისი მე­უღ­ლე კლა­სე­ლი ირი­ნა ხი­და­შე­ლია. „პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თვის“ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ მე­უღ­ლეს­თან კა­მა­თიც კი არა­სო­დეს მოს­ვლია. 90-ია­ნებ­ში მის ოჯახ­საც ძა­ლი­ან უჭირ­და და უშუ­ქო­ბა და საკ­ვე­ბის არ­ქო­ნა არც მისი ოჯა­ხის­თვის იყო უცხო, თუმ­ცა ამ დროს ირი­ნა სახ­ლში ეგუ­ლე­ბო­და… წყვილს ხუთი შვი­ლი ჰყავთ, ირი­ნა ხი­და­შე­ლი დი­ა­სახ­ლი­სია.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მე­უღ­ლე მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ია

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მე­უღ­ლე 1983 წლის 10 აპ­რილს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ი­აა. წყვილს ერთი გო­გო­ნა, ანნა ჰყავს. მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ია პრო­ფე­სი­ით ექიმ-ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გია და “ავერ­სის” ცენ­ტრა­ლურ ფი­ლი­ალ­ში მუ­შა­ობს…

ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძის მე­უღ­ლე თამ­თა ღლონ­ტი

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, ვიცე-სპი­კერს ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძეს რამ­დე­ნი­მე თვის წინ, 67 წლის ასაკ­ში ვაჟი შე­ე­ძი­ნა. ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძე 35 წლით უმ­ცროს თამ­თა ღლონტზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მათ ასე­ვე ჰყავთ გო­გო­ნა, სო­ფია ენუ­ქი­ძე, რო­მე­ლიც 2019 წელს საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე (ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძის გერი). თამ­თა ღლონ­ტი პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობს, ასე­ვე არის სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი.

კობა ნა­ყო­ფი­ას მე­უღ­ლე გვან­ცა ბიწ­კი­ნაშ­ვი­ლი

პო­ლი­ტი­კოს კობა ნა­ყო­ფი­ას მე­ო­რე მე­უღ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მას­თან ერ­თად არა­სო­დეს ჩნდე­ბა. წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა მე­დი­ის­თვის ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მათ შო­რის 20-წლი­ა­ნი სხვა­ო­ბაა და მას­თან ნა­ყო­ფი­ამ პირ­ველ მე­უღ­ლე ელგა სო­ფი­ას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ შექ­მნა ოჯა­ხი. ქალი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია UNDP-ს გუნდში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და ფი­ნან­სე­ბის ასის­ტენ­ტად მუ­შა­ობს. წყვილს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *