ძლიერი ხანძარი იყო ვარკეთილში. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი კერძო საკუთრებაში არსებულ პიროტექნიკით სავსე ავტოფარეხს გაუჩნდა, რამაც აფეთქება და ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.