ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები.

ტრაგედია მარნეულის მუნიციპალიტეტში – სოფელ სარალში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავებულია ასევე 2 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *