ჩრდილო-აღმოსავლეთ მაიორკაში, სასტუმრო Club Mac-ის მეშვიდე სართულიდან 20 მ სიმაღლეზე 11 წლის ირლანდიელი გოგონა გადავარდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. ის სასტუმროში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ნათესავებს ეძინათ, როდესაც ის ტერასაზე გავიდა და მოაჯირს დაეყრდნო, საიდანაც გადავარდა.
პოლიციის განცხადებით, ცნობილი არ არის, რა მოხდა ტრაგედიამდე. გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება. სასტუმროს პერსონალმა უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.