მარნეულის მუნიციპალიტეტში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დილით მოხდა.
Aktual.ge-ს ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი ავტომობილის მართვისას ცუდად გახდა და წონასწორობა დაკარგა.
ავტომანქანა კოსტავას ქუჩაზე მდებარე სამხედრო ბაზასთან მდინარეში ჩავარდა. მანქანა და ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს.