ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები ლაშა გუდავაძე გარდაცვლილი იპოვეს.
ლაშა სატვირთო ავტომანქანაზე მუშაობდა და ამ დროისთვის მოსკოვში იყო. როგორც ცნობილია ის გარდაცვლილი სხვა ქართველმა მძღოლებმა იპოვეს.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. როგორც “გურია ნიუსისთვის ხდება ცნობილი ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ლაშა გუდავაძის გარდაცვალებით თავზარდაცემული ჩოხატაურელები, მეგობრები, სოფლელები სოციალურ ქსელში მწუხარებას გამოხატავენ და უსამძიმრებენ ოჯახს, ახლობლებ, ერთმანეთს.
“ეს რა უბედურება დაგვატყდა თავზე. ეს რა გვიქენი ლაშა.;
ყოველთვის გულში იქნები ლაშუნა💔 შენ არასდროს მოკვდები ძმაო 💔😭შეხვედრამდე ჩემო ლაშუნა;
როგორ მატკინე ლაშა, როგორ მატკინე…
ჩემო თბილო და გამორჩეულო 😭😭💔ლაშა რატო გაიმეტე ყველა ასეთი ტკივილისთვის😭💔 ვიზიარებ და ვუთანაგრძნობ ოჯახს,ახლობლებს,მეგობრებს შენს გარდაცვალებას 😭😭😭 უფალს ებარებოდეს შენი სული ლაშა.
რამხელა ტკივილია, როგორ მტკივა გული, საუკეთესო ადამიანი.
გურია ნიუსი უსამძიმრებს ოჯახს და ახლობლებს ლაშას გარდაცვალების გამო და გამძლეობას უსურვებს მათ.