თვითმფრინავი ჩამოვარდა, სავარაუდოდ ბორტზე ყველა მგზავრი დაიღუპა,სად მოხდა შემთხვევა.

რუსეთში, მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც რუსულ სამთავრობო მედიაში წერენ, ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

თვითმფრინავი კოლომნის რაიონში, ტყის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსეთის გადაუდებელ ვითარებათა სამსახურში ამბობენ, რომ წინასწარი მონაცემებით ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Superjet-ია. ბორტზე სამი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ორი პილოტი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ თვითმფრინავი გარემონტების შემდეგ ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა.

ჩამოვარდნილი ლაინერი ავიაკომპანია გაზპრომ ავიას ეკუთვნოდა. ის ექსპლუატაციაში 2014 წლიდან იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *