ამ წუთებში, თბილისში ძლიერი წვიმაა. წვიმის შედეგად, რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა.
ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რა პრობლემები შექმნა უხვმა ნალექმა.
მანამდე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა და მოსახლეობა გააფრთხილა:
„6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).“