ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ, VIDEO

საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია პირველ კომენტარს აკეთებს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ისტორიული თამაშის დეტალები განიხილა და მსაჯისა და მოწინააღმდეგეების მხრიდან დარღვევებზეც ისაუბრა, თუმცა საბოლოოდ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევრო2024-ზე გასვლა თითოეული ქართველი ფეხბურთელისა თუ ქომაგის ოცნება იყო, ამიტომ ის ბედნიერია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მსგავსი გამოცდილება მიიღო. მისი თქმით, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იმსახურებდა და ამ ქვეყნის ნაკრებს წინ დიდი მომავალი აქვს.

ხვიჩა კვარაცხელიამ განსაკუთებული მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებიც გერმანიაში, საქართველო-ესპანეთის მატჩზე იმყოფებოდნენ და მთელი თამაშის მანძილზე ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ფეხბურთელის სახელებს სკანდირებდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *