„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გუტი ერნანდესმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. გუტი სპორტული გადაცემის, El Chiringuito de Jugones-ის სტუმარი იყო და „კვარას“ მისთვის მიცემული პირობა შეახსენა.
„ხვიჩაზე ცოტათი გაბრაზებული ვარ. რატომ? „ინსტაგრამზე“ მიმოწერა გვქონდა და თავის მაისურს დამპირდა, რომელიც ჯერ კიდევ არ მიმიღია. მინდა, აქედან მივმართო და იმედია, საქართველოს ნაკრების მაისურს, რომლითაც ევრო 2024-ზე თამაშობს, გამომიგზავნის. ძალიან მინდა, მისი მაისური სახლში მქონდეს, თუმცა, ისეც არ მინდა, ის მაისური გამომიგზავნოს, რომლითაც ესპანეთს გააგდებს“, – თქვა მან.