საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ბუნებრივია, თოთოეული ფეხბურთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, მათ შორისაა ბუდუ ზივზივაძეც. ბუდუ ქუთაისში დაიბადა და 14 წლის იყო, როცა სპორტული კარიერის გასაგრძელებლად თბილისში ჩამოვიდა და ერთი წლის განმავლობაში სრულიად მარტო ცხოვროვრობდა სპორტული სკოლის საერთო საცხოვრებელში.
მისმა მშბლებმა ტვ პირველის ეთერში ბუდუს სპორტული კარიერის დასაწყისი გაიხსენეს და ის რთული გზა, რაც მძიმე პირობების გამო გამოიარეს.
“კვირაში 3-4 დღე ვარჯიშზე დამყავდა, ცალ ხელში შეშა მეკავა. გასახდელში “ფეჩი” იდგა. ამით თბებოდნენ გამოცვლისას. სანამ გასახდელი აშენდებოდა გარეთ ვიდექით ვარჯიშის დროს, ქარში, წვიმაში, თოვლში… არ შევუშალე ბავშვობის ოცნების ახდენაში ხელი, მაგრამ არ მიფიქრია, ასეთ პროფესიონალიზმამდე თუ მიაღწევდა”, – ამბობს ბუდუს დედა, რომელიც შვილის ყოველ თამაშზე ისე ნერვიულობს, როგორც მაშინ, ბუდუ რომ პირველად ნაკრების შემადგენლობაში გამოჩნდა.
“საერთოდ არ შემიძლია მისი თამაშების ყურება. პენალტებზე გარეთ გავედი, ვერ ვუყურე… გავედი და ვლოცულობდი. მერე ხალხი რომ გამორბოდა, მათ ვკითხე, მოიგეს-მეთქი?”