საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ფონზე რუსული მედია სიოსო პავლიაშვილის კომენტარს აქვეყნებს. რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი ამბობს, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე სიმღერას დაწერს.
“მე ძალიან მოკრძალებული ადამიანი ვარ. თუ დამიკავშირდებიან და მეტყვიან, რომ ასეთი სიმღერა გვჭირდება, აუცილებლად დავწერ. აუცილებლად! რადგან ეს არის ყველაზე დიდი შთაგონება დღემდე.
საქართველოში ხალხს პოლიტიკა ანადგურებს, მორალურად ანადგურებს. ახლა ფეხბურთი ერთადერთი გამოსავალია, რომელიც აერთიანებს მთელ საქართველოს, განურჩევლად რწმენის, ეროვნებისა თუ სტატუსისა. მთელი საქართველო ერთიანია.
მინდა, რომ ეს ატმოსფერო ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დროს საქართველოს ურთულესი პერიოდი ელის. ერთიანობის განცდა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში“, – განაცხადა მუსიკოსმა.