მუსლიმი ქალის ცხოვრება იდუმალებასთან ასოცირდება, განსაკუთრებით კი ჩვენთვის, განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანებისთვის, და ეს იდუმალება ნაწილობრივ როგორც რელიგიაზე, ასევე პოლიტიკურ მმართველ ელიტაზეა დამოკიდებული, რადგან ქვეყანაში ქალების ცხოვრების წესს ხშირად სწორედ ის განსაზღვრავს, როგორც მაგალითად, ავღანეთში, თალიბების დროს ქალები სრულიად უუფლებონი გახდნენ ან ისლამური რევოლუციის შემდეგ, როდესაც ირანში ქალებმა ტოტალურად ჩადრის ტარება დაიწყეს, და მაინც ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში განსაკუთრებით კი მუსლიმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან როლს მაინც ცოლ – ქმრული ცხოვრება იკავებს.

მთელი რიგი სტერეოტიპების გათვალისწინებით, ისლამში გოგონების მათივე ნების საწინააღმდეგოდ გათხოვება ფართოდ არის გავრცელებული, და ამ ფაქტს ვერსად გავექცევით, თუმცა ეს უფრო ხშირად ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს და ქალები იქ სულაც არ წარმოადგენენ იმ ერთადერთ გამონაკლისს, ვინც “უმაღლესი ხელისუფლების” ხელით იტანჯება.

და კვლავ ქორწინების საკითხს რომ დავუბრუნდეთ, აქვე უნდა აღინიშნოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი. მაგალითად, ქალი გათხოვების შემდეგ საუბრის დროს ძალიან წინდახედული და მოზომილი უნდა იყოს, ოჯახური საქმეები გარეშე პირებთან არ უნდა განიხილოს, ინტიმური კავშირის გარჩევაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც კი ზედმეტია. ეს ის სფეროა, სადაც საქმეში როგორც წესი, მკურნალ ექიმსაც კი არ ახედებენ და ზოგადად, ეს მუსლიმი ქალის სავალდებულო მოკრძალების კონცეფციას ემყარება.

მუსლიმი ქალი ყველა გაგებით მეუღლეს უნდა “ემორჩილებოდეს”, გარდა ამისა, ითვლება რომ ქალმა ფიზიკურ სიახლოვეზე ქმარს უარი არ უნდა უთხრას.

ცოტა უფრო კონკრეტულად, რომ ყოფილიყო დაწერილი ქალის მოვალეობები, უკეთესი იქნებოდა. ეს ზოგადი ინფორმაცია ყველასთვის ცნობილია. ყორანში და ბიბლიაში ბევრი რამ წერია, მაგრამ მათ ყველა არ ასრულებს.