ავარიაში მოვყევი და ბავშვი დავკარგე…“ – რა შეემთხვა ნანიკო ხაზარაძეს?

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე გადაცემაში მოჰყვა თავს გადახდენილი შემთხვევა, როდესაც ავარიის დროს ბავშვი დაკარგა.

მინდოდა, რომ 4 შვილი მყოლოდა… ავარიაში მოვყევი, მერე ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს, შემდეგ სტრესისგან ნაყოფი აღარ განვითარდა.

ავარიაში ლილუს გაჩენის შემდეგ მოვყევი… ორსულად ვიყავი, ის ბავშვი ვერ შევინარჩუნე… დიდი ორსული ვიყავი, აბორტი რომ გავიკეთე – მენჯი მქონდა დაზიანებული, ორგანიზმი ვერ აიტანდა…

შემდეგ კიდევ დავორსულდი, ტყუილად ოპერაცია გამიკეთეს… მაგის მერეც ნაყოფმა შეწყვიტა სიცოცხლე. სულ უბედურება მემართებოდა, ალბათ არ იყო საჭირო“ – აღნიშნა ნანიკო ხაზარაძემ „სთორიში“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *