ვერძი
სამსახურსა და ყოველდღიურ ურთიერთობებში მოსალოდნელია ნერვიულობა და კონფლიქტური სიტუაციები. ეცადეთ პროფესიულ სფეროში ნაკლები იაქტიუროთ. გამორიცხული არ არის, რომ რომელიღაც კოლეგას თქვენი შურს და ცდილობს, დაგაზიანოთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, რათა უნებურად საყვარელი ადამიანი არ შეურაცხყოთ. არსებობს ტრავმის რისკი, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.
კურო
ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ყველა მოვლენასთან მიმართებით ნეიტრალური დამოკიდებულება გამოიჩინოთ. შეგიძლიათ ნებისმიერი დავალება ენთუზიაზმით მიიღოთ, რადგან კოლეგების დახმარებით შესანიშნავ შედეგს მიაღწევთ. მარტოხელა კუროს შეიძლება სიყვარული ეწვიოს.
ტყუპები
ამ დღის სიმბოლოა ცდუნება. არსებობს კანონის დარღვევის და აქედან გამომდინარე უსიამოვნო შედეგების რისკი. ფრთხილად იყავით – ცდუნებებთან ბრძოლაში ცოტა თუ იმარჯვებს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით გზაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
კირჩხიბი
იდეალური დღეა ოჯახური ღონისძიებებისთვის – მაგალითად, საქორწინო კავშირი, რომელსაც ამ დღეს გააფორმებთ, ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას, მაგრამ თუ დახმარება შეგიძლიათ, უნდა დაეხმაროთ.
ლომი
უარი თქვით საეჭვო ხარისხის ნივთების შეძენისგან. თუ ხარისხიანი პროდუქტების ან საქონლის შეძენა გსურთ, ასჯერ უნდა გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. თუ რაღაცის შეძენა ძალიან გსურთ და ფული არ გყოფნით, შეგიძლიათ სესხი აიღოთ. ეს თქვენს ბიუჯეტზე დიდად არ აისახება.
ქალწული
ბიზნესისთვის არახელსაყრელი დღეა. დღის მეორე ნახევარში პირად და სამსახურებრივ ურთიერთობებში შეიძლება სირთულეები გაჩნდეს. მიზეზი თქვენი მცდელობაა, რათა საკუთარი პრობლემების მოგვარება სხვა ადამიანებს გადააბაროთ. ნუ დაივიწყებთ პასუხისმგებლობებს, რომლებსაც ყოველდღიურად ასრულებთ. დღეს შეგიძლიათ გრძნობები გულწრფელად გამოხატოთ – ამის გამო არავინ განგსჯით.
სასწორი
სასურველია, რომ ეს დღე სახლში, ოჯახთან ერთად გაატაროთ. სახლი დაალაგეთ, ნივთები მოაწესრიგეთ და საოჯახო ნივთები შეიძინეთ, რომელთა გარეშე კომფორტის შექმნა შეუძლებელია. დაუდევრობის გამო არსებობს ტრავმის ალბათობა. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.
მორიელი
პლანეტების განლაგება და ოპტიმიზმი დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ამის მიუხედავად დღის მეორე ნახევარში შეიძლება გარემოებები თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. დროა, ოჯახის უფროს წევრებს გეგმური გამოკვლევა ჩაუტაროთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს შეიძლება თქვენი ხანგრძლივი და დაძაბული შრომის შედეგი მიიღოთ. ეცადეთ, თავაზიანობა გამოიჩინოთ და სხვა ადამიანების გრძნობები გაითვალისწინოთ. რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად გაკეთების სურვილმა შეიძლება ბევრი შეცდომა დაგაშვებინოთ.
თხის რქა
ამ დღეს იღბალი თქვენს მხარეზეა. ხელსაყრელი დღეა პირადი ცხოვრების პრობლემების მოსაგვარებლად. გამონახეთ დრო, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად მომავალი დაგეგმოთ.
მერწყული
ამ დღეს მოვლენების განვითარების ბევრი სხვადასხვა ვარიანტი გაჩნდება. ეცადეთ, საკუთარი სურვილები აკონტროლოთ და წესიერების ფარგლებს არ გასცდეთ. სასურველია დღის განმავლობაში ახალი კონტაქტები და აქტივობები თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.
თევზები
ეს დღე ახალ შესაძლებლობებსა და საინტერესო შეთავაზებებს მოგიტანთ. ეს საშუალებას მოგცემთ, საკუთარი ნიჭი და უნარები გამოავლინოთ. გადაღლამ შეიძლება მოულოდნელი პრობლემები გამიწვიოს, ამიტომ ხშირად დაისვენეთ და განტვირთვის საათები მოაწყვეთ.
წყარო: funtime.ge