ოთხი ცნობილი ტელესახე რომლებიც ბავშვებს ერთდროულად ელოდებიან

სოციალურ ქსელში ოთხი უმშვენიერესი ქართველი ქალის: ნატა ბერეჟიანის, თათია თექთურმანიძის, ნანუკა გულუასა და ქეთი ხატიაშვილის ფოტო გავრცელდა. დაემთხვა, რომ ისინი ორსულად არიან – ნატა და თათია მეექვსე თვეში, ნანუკა – მე-9-ში, ხოლო ქეთი მე-5 თვეშია. 

ნატა ბერეჟიანი

მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.

ნატა ბერეჟიანს ერთი ვაჟი, დათუნა ჰყავს: „დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს – პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში… დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია“ – ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობი მეორე შვილს ელოდება.

თათია თექთურმანიძე 

მოდელი და ინფლუენსერი, “მასტერშეფის” და რამდენიმე სხვა შოუს მონაწილე თათია თექთურმანიძე პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია მან სულ ცოტა ხნის წინ გაამხილა. 

ნანუკა გულუა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა პირველი შვილის დედა ცოტა ხნის წინა გახდა. მას და კახაბერ კაშიას უსაყვარლესი გოგონა, ნინა ჰყავთ. „ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, გარ­შე­მო იმ­დე­ნი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ხართ, იმ­დენ სიყ­ვა­რულს და პო­ზი­ტივს იმე­ტებთ ჩემ­თვის ყო­ველ­დღი­უ­რად, ისე­თი სავ­სე ვარ ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბით, რომ ჩემს ცხოვ­რებ­აში არ წყდე­ბა სა­ო­ცა­რი მოვ­ლე­ნე­ბი! მი­ლი­ონ­ჯერ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ თუ კე­თი­ლი ხარ და გარ­შე­მო ყვე­ლას სი­ხა­რულს იზი­ა­რებ, ყვე­ლა­ფე­რი გიბ­რუნ­დე­ბა! N2″ – წერდა ნა­ნუ­კა გულუა და ამით გულშემატკივრებს მეორე შვილის შესახებ ამცნო. 

ქეთი ხატიაშვილი

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა ერთად ხშირად ჩნდებიან და დასვენების ან მოგზაურობის კადრებს გამომწერებს უზიარებენ. ამჯერად ქეთი ჟურნალი Ok-ის გარეკანზე გამოჩნდა. როგორც გაირკვა, ტანმოვარჯიშე მეორე შვილის მოლოდინშია. 

“პირველი ქორწინებისას ინერციას მივყევი. სტერეოტიპულად: გავთხოვდი და, რა თქმა უნდა, შვილი გავაჩინე. ახლა სულ სხვანაირადაა. ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია.

დიდხანს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ანასტასიამ რთულად გადაიტანა ჩემი და მამის დაშორება და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ხელმეორედ ამ ნაბიჯის გადადგმას. შვილი კიდევ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი. მერე ვიმკურნალე, საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი და აი, ახლა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი, სტრესი მომეხსნა და ცოტა ხნით დამევიწყებინა ეს პრობლემა. ასეც მოვიქეცი, გადავყარე წამლები, ტესტები და ახალი შეგრძნებებიც მალევე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ” – ამბობდა ქეთი ჟურნალ OK!-სთან ინტერვიუში. 

“ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია, რჩევა და ვარჯიში შევაგროვე ამ თვეების მანძილზე, რომლებიც მეხმარება კარგად ყოფნაში და თქვენც სიამოვნებით გაგიზიარებთ” – წერს ქეთი. მან ისიც აღნიშნა, რომ უკვე ორსულობის მეხუთე თვეშია, ბავშვი სქესიც გაიგეს, თუმცა გამხელას ჯერ არ აპირებენ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *