ძლიერი წვიმის შედეგად, ხარაგაულში, სოფელ გედსამანიაში მდინარე უხადურა ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ხიდბოგირები, საავტომობილო გზები. გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით. გზა დაფარულია ლოდებით და დიდი რაოდენობით ქვა-ღორღით.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დატბორილია ეზოები.
ასევე, ძლიერი წვიმამ ავტომანქანები წაიღო და მდინარის კალაპოტში გადააგდო.
სტიქიის ადგილზე ხარაგაულის მერი იმყოფებოდა.
სტიქიას იმერეთის რეგიონში უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. დაზარალებულია თითქმის ყველა რაიონი.