რიკოთზე, ძლიერი წვიმის შედეგად ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთზე, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს:
“ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საორიენტაციოდ, ნახევარ საათში დასრულდება გზის გაწმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგება ორმხრივ რეჟიმში, – წერს გზების დეპარტამენტი.