რამდენიმე წუთის წინ ბათუმის პორტში ხანძარი იყო.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ადმინისტრაციულ შენობას გაუჩნდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო მატერიალური ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.