გაფრთხილება მოსახლეობას – სინოპტიკოსები ამინდის გაუარესების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

„4 ივნისს დღის ბოლომდე შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *