4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე დასავლეთ საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ონიდან 9 კილომეტრში, სოფელ ირში მდებარეობდა.
ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) ინფორმაციით კი, მიწისძვრის სიმძლავრე 4,7 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ონიდან 12 კილომეტრში იყო.
ბიძგები იგრძნობოდა როგორც რაჭაში, ისე იმერეთის ტერიტორიასა და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილში. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.