ევროპის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ძალიან მძიმე დღეა “ევროპის უნივერსიტეტისთვის”, გარდაიცვალა ჩვენი სტუდენტი კოკა დემურია. კოკა დააკლდება ვეტერინარიის ფაკულტეტს, მთელ ჩვენს უნივერსიტეტს. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს და კურსელებს. წარმოუდგენელია ამ დროს სანუგეშოდ სიტყვების მოძებნა. კოკა დემურია ტკივილად დარჩება ყველასთვის, ვინც მას იცნობდა”