31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი,რა გელოდებათ დღეს .

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ბოლო დროს გავიწყდებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია. ვარსკვლავები გირჩევენ, ვითარება სასწრაფოდ გამოასწოროთ და ოჯახს და მეგობრებს ყველაზე მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. სამსახურის საქმეები მოიცდიან, მთავარია საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ. საღამოს აკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გამშვიდებთ, შესაძლოა ეს ფიზიკური დატვირთვა იყო.

კურო

თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა, ამიტომ ახლა უფროსებთან დაპირისპირების და პრინციპულობის დრო არაა. ეცადეთ, რეალობას მოერგოთ და იმ წესებით იმოქმედოთ, რომლებსაც გთავაზობენ. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ცხოვრებიდან ვიღაც ან რაღაც წავიდეს, თუმცა მის ადგილს მალე ახალი დაიკავებს.

ტყუპები

სარკეში იმას ხედავთ, რასაც მიირთმევთ, ამიტომ შეწყვიტეთ არაჯანსაღი საკვების მიღება და დაბალანსებულ დიეტაზე გადადით. თუ თქვენს ცხოვრებაში მეტისმეტად ბევრი პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.

კირჩხიბი

მოზღვავებულ გრძნობებს გულში ვეღარ იტევთ და გსურთ, რომ ახლობელ ადამიანებს გაუზიაროთ. შეეცადეთ თქვენთვის მეტისმეტად პირად და მნიშვნელოვან თემებზე არ ისაუბროთ, რადგან ვიღაცამ თქვენი გულწრფელობა შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს. ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ლომი

სიტყვები ფრთხილად შეარჩიეთ. ერთმა დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება მთელი დღე გაგიფუჭოთ. წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ რეაგირებენ ადამიანები თქვენს სიტყვებზე. თქვენმა მწარე შენიშვნებმა და უადგილო ხუმრობებმა გული ბევრს ატკინა, ამიტომ წარსულის შეცდომები არ უნდა გაიმეოროთ. შესაძლოა რაღაც საკითხზე შეხედულება შეგეცვალოთ, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს და წინსვლაში ხელს გიშლით.

ქალწული

ეს დღე ოჯახს და მხოლოდ ოჯახს უნდა მიუძღვნათ. პარასკევი თქვენთვის საოჯახო დღე უნდა იყოს. მნიშვნელობა არ აქვს, რა სირთულეებია სამსახურში – სახლში დროულად წადით და, რაც მთავარია, სამსახურის განწყობა არ მიიტანოთ. პირადი ნივთების მოწესრიგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ და თავს უკეთ იგრძნობთ.

სასწორი

თქვენი შეცდომები უკვე იმდენად აშკარა და შესამჩნევია, უნდა აღიაროთ, რომ დახმარება გჭირდებათ. კოლეგების რჩევა და გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეთ. ეცადეთ, ყველა მოვლენის ცენტრში იტრიალოთ და არცერთი სიახლე არ გამოგეპაროთ. გარკვეულწილად, თქვენი პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ამაზეა დამოკიდებული.

მორიელი

პარასკევს დიდი ქაოსი და აურზაური გელით, რაც თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. გარშემო მყოფების მიმართ უჩვეულოდ მკაცრი ხართ და საკუთარ თავს უხეშობის უფლებასაც აძლევთ, მაგრამ მალე ამის გამო ბოდიშის მოხდა მოგიწევთ. თუ ხვდებით, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიეთ და მიახვედრეთ, რომ თქვენთან ასე მოქცევა არ შეიძლება.

მშვილდოსანი

დააფასეთ ადამიანი, რომელმაც ოჯახური პრობლემების მოგვარება საკუთარ თავზე აიღო და საშუალებას გაძლევთ, სამსახურს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. რაღაც შემთხვევა თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე თვალს აგიხელთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები აწონ-დაწონოთ და მერე იმოქმედოთ.

თხის რქა

დროა, პროფესიული დონის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ. ის, რასაც ახლა აკეთებთ, ისეთ სიამოვნებას აღარ განიჭებთ, როგორც ადრე. ეცადეთ, საქმიანობის სფერო შეცვალოთ ან თქვენი ამოცანები უფრო გაართულოთ. შეიძლება გარკვეულ საკითხებში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ. სასურველია საღამო მყუდრო ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

მერწყული

დროა ეკონომიურად ცხოვრება ისწავლოთ. ფინანსური წიგნიერების გაკვეთილებიც გამოგადგებათ, რადგან დიდი შრომის შედეგად მოპოვებული ფული თქვენი საფულიდან მყისიერად ქრება. ფრთხილად იყავით – ზედმეტი ემოციების გამო შეიძლება რაღაც ისეთი თქვათ, რომ უახლოეს ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

თევზები

ამ კვირაში კარგად და ნაყოფიერად იმუშავეთ, ამიტომ სრულყოფილი დასვენება გჭირდებათ. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია კოლეგებთან ურთიერთობას მოერიდოთ და დამოუკიდებლად იმუშაოთ. ეცადეთ, მეტისმეტად ბევრს საქმეს არ შეეჭიდოთ – ნუ გაუადვილებთ სხვებს ცხოვრებას.

funtime.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *