მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის – კანონში ახალი ცვლილებები შედის

იუ

რიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტით, სატრანსპორტო საშუალება, კერძოდ, სამგზავრო და სატვირთო ავტომობილი, რომელსაც გადაჰყავს მგზავრები და გადააქვს ტვირთი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მხრიდან გზისპირა ზონებში დაექვემდებარება ინსპექტირებას.

საგზაო ინსპექტირება გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების შემოწმებას სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების დაცვის, მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვისა და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების შემოწმების, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის და ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვის, საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვისა და ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვის მიზნით.

როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა განაცხადა, ცვლილება არ ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე.

შესაბამისი ცვლილება შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლითაც კონკრეტულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელი.

კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინიციატორი კი – საქართველოს მთავრობა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *