სოციალურ ქსელში ტრისტან სარალიძის უკანასკნელი კადრები ვრცელდება. მსახიობს მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან:
„გული დამწყდა… ნათელი დაუმკვიდროს უფალმა მის სულს..”, “დიდებული ადამიანი იყო… ყველას გული დაგვწვიტა”, “კარგი მსახიობი და კარგი ადამიანი… ყველასთვის ძვირფასი მეგობარი აღარ გვყავს” – წერენ სოციალურ ქსელში ტრისტან სარალიძის ახლობლები.
თეატრისა და კინოს მსახიობი ტრისტან სარალიძე, 69 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ფილტვის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო თვეს სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა. ის საკუთარ სახლში, 27 მაისს, გამთენიისას გარდაიცვალა.