ბოლო ზარზე კიდევ ერთი მძიმე ავარია მოხდა. ინფორმაციას სოციალურ სელში მოქალაქე ავრცელებს. როგორც სიმონ ღონღაძის მიერ გავრცელებულ მიმართვაში წერია, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„არ მინდოდა მაგრამ გაფრთხილდით!!!
პირველ რიგში მადლობა და დიდება მკვდრეთით აღმდგარ უფალს, რომ გადავურჩით მცირეწლოვან შვილთან ერთად და შეჯახების ინიციატორის ავტომანქანაში მსხდომი “ბოლო ზარის” ბავშვები და სახლში მათი მომლოდინე მშობლები დიდ უბედურებას.
რა ქვია ამ დამკვიდრებულ “ტრენდს და აქტივობას”, რომელიც მართლაც და ზოგირთათვის ყოველ წელს ბოლო და უკანასკნელ ზარად იქცევა? რა ქვია იმ ქაჯობას რაც ჩვენში ხდება???
– მშობლებო ნუ ანდობთ და ანებივრებთ, დედის კალთიდან ახლად გადმოსულ შვილებს მაღალბიუჯეტურ და მაღალკუბატურიან მანქანებით!!!
– ამით არანაირ სიკეთეს უკეთებთ მათ!!!
– ბავშვებო ნუ ანდობთ თქვენს სიცოცხლეს გამოუცდელ და ქარაფშუტა მძღოლს, ცხოვრებას ახლა იწყებთ და ნუ ასრულებთ “ბოლო ზარზე”!!!
გააცნობიერეთ, რომ ერთ წამში ანადგურებთ ღვთისაგან ბოძებულ სიცოცხლეს. დაფიქრდით სანამ ავტომანქანის ამაჩქარებელს ჩააჭერთ, რას გამოიწვევს ის… გავუფრთხილდეთ უნდა საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს!!! გავუფრთხილდეთ უნდა საკუთარ და სხვათა საკუთრებას!!!
არ მახსენდება წელი, როდესაც მსგავსი აქტივობა არ დასრულებულიყოს ტრაგედიითა და მცირე და საშუალო დაზიანებით.
ალბათ საკანონმდებლო დონეზეა დასაყენებელი ეს საკითხი, მეტი ძალისხმევაა საჭირო სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომ როგორმე შეჩერდეს ეს ქარაფშუტულ-ქაჯური აქტივობა“ – წერს მოქალაქე.